რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინიტროს ცნობით, დაგეგმილია ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი, 2-ზოლიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე, დეტალური პროექტის განახლების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ასევე, ტარდება ინტენსიური სამუშაოები განსახლების გეგმის გასაახლებლად. პროექტის სავარაუდო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარია.
სამშენებლო სამუშაოების განხორციელება 2017-2018 წლებშია დაგეგმილი. სამუშაოების პირველ ეტაპს, ქუვეითის ფონდი აფინანსებს. პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.