დავით უსუფაშვილი: ხვალ მართალი ვიქნებით ყველა, ვინც საკუთარი სინდისით და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს
07-10-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 ოქტომბრიდან შემდეგი დროის გავლა იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების საქმე, რათა არჩევნები დავასრულოთ მშვიდობიანად სამართლიანად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი.

 

 

უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება "ეროვნული თავმოყვარეობის" საკითხია.

 

 

"პირველ რიგში, აუცილებელია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ, ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების, საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ შეგვიძლია უპირობოდ ნდობა გამოვუცხადოთ ქართულ სახელმწიფოს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, ქართულმა სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ პოლიტიკური თავისუფლებისთვის და საარჩევნო დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

მისი შეფასებით, ხვალინდელი არჩევნები უპრეცედენტო თავისუფლების პირობებში ტარდება. 

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან იგი ტარდება უპრეცედენტო თავისუფლების პირობებში. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში, რათა თითოეულ თქვეგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. თავისუფალ არჩევანს ჩვენ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ შექმნა ის ვითარება, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების ძირითადი ნაწილი ბოლო დღეებამდე ვერ აკეთებდა საკუთარ არჩევანს. ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი ამ პარტიის მხარდამჭერი და იმ პარტიის მხარდამჭერი, ხვალ ყველა მართალი ვიქნებით ყველა ვინც საკუთარი სინდისით და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერის და ღვთის წინაშე. ჩვენ თავისუფალი არჩევანი მოგვეთხოვება ხვალ და ეს არის ჭეშმარიტება. შემდგომ უკვე თავისუფალი არჩევანის შედეგად ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელმაც უნდა გააგრძელოს ქვეყნის მართვა....

 

 

მომავალი პარლამენტის ჩვენ ყველას სახელმწიფოს მოსახლეობას პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი, რათა 8 ოქტომბრიდან მომავალი არჩევნების ჩატარებამდე ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია. არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები, არ დავუშვათ არანაირი მცდელობები იმისა, რომ გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმის წარმოჩენას შეეცადოს ვინმე, ეს არის მნიშვნელოვანი. ძველი პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ვიდრე შეიკრიბება საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი. მთავრობა და სახელმწიფო დაწესებულებები ყველა არის სრულფასოვანი იმისთვის, რომ გააგრძელოს ქვეყნის მართვა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხვალინდელი არჩევნების შედეგი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როგორი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს.

 

 

„ჩვენ 26 წლის განმავლობაში პირველად მივდივართ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც წყდება არა მხოლოდ ის საკითხი, თუ ვინ იქნება პარლამენტში, არამედ ეს იქნება გადამწყვეტი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისთივსაც. ჩვენ მანამდე ვცხოვრობდით საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში და შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი წყდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხოლო პრეზიდენტი არ იყო ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. დღეს ჩვენ პირველად მივდივართ ისეთ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები უშუალოდ და პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება, საით წავა ეს ქვეყნა და რა იქნება შედეგები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხზე. დამატებითი დატვირთვა აქვს ხვალინდელ არჩევნებს. ავირჩიოთ ხალხი, ვინც ქვეყნის გაძღოლას შეძლებს. ვინც მშენებლობას შეძლებს. გავაკეთოთ პოზიტიური არჩევანი, ის ვინც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის და არა ნეგატიური არჩევანი, რაც გულისხმობს იმას, თუ ვინ გააგრძელებს უკეთესად ოპონენტებთან გამკლავებას ქვეყნის დაყოფას და დაშლას და ა.შ. მინდა, გისურვოთ წარმატება, მინდა, გისურვოთ თავისუფალი არჩევანი ხვალ, რომლითაც იამაყებთ ზეგ. დღეს სიტყვა თქვენზეა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი