დავით ბაქრაძე: არჩევნების დღეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია, გააგრძელოს შიშის და ზაფვრის პირობებში ცხოვრება თუ ურჩევნია საქართველოს წინსვლა და განვითარება
07-10-2016, 04:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია მმართველი გუნდისგან განსხვავებით, აწყობილი და მიმართული იყო პოზიტივზე და იმ გეგმაზე, რომელიც განსახორციელებელია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

 

 

ბაქრაძე ამბობს, რომ ხვალ მოსახლეობამ არჩევანი, სიძულვილს, დაზაფვრასა და საქართველოს წინსვლასა და განვითარებას შორის უნდა გააკეთოს.

 

 

„მინდა ხაზი გავუსვა ორ მომენტს პირველი - მთელი ჩვენი კამპანია იყო აწყობილი კონკრეტულ გეგმებზე, შეთავაზებასა და პოზიტივზე. მთელმა ჩვენმა კამპანიამ გაიარა კონკრეტულ საუბარში იმაზე თუ რას გავაკეთებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ხალხისთვისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორ გავაუმჯობესებთ მოსახლეობის პირობებს და ამით ჩვენი კამპანია ძალიან მნიშვნელოვნად და რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლების კამპანიისგან, რომელმაც მთელი ეს თვეები გაატარა მოსახლეობის დაშინებაში, დაზაფვრაში სისხლისღვრებზე, გადატრიალებებზე ლაპარაკში. ხვალ არჩევნების დღეს თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია. ურჩევნია გააგრძელოს შიშის და ზაფვრის პირობებში ცხოვრება თუ ურჩევნია საქართველოს წინსვლა და განვითარება“,-განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები  307 000 ოჯახში იყვნენ.

 

 

„მეორე და მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა, ამ კამპანიის დროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“  გააკეთა ის, რაც არ გაუკეთებია არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში. საქართველოში ტარდებოდა კარდაკარები, მაგრამ ჩვენ ვართ პირველი პარტია და ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ყველა ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი პირადად დადიოდა ოჯახებში, პირადად ართმევდა ადამიანებს ხელს და პირადად ნახულობდა ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენს ხალხსა და ჩვენს ამომრჩეველს. ამ წუთის მონაცემებით, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები ნამყოფები არიან 307 000 ოჯახში. ეს არის ყოველი მესამე ქართული ოჯახი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატები პირადად არიან შესული, პირადად აქვთ ნანახი მდგომარეობა და პირადად აქვთ მიცემული ის დაპირება და გეგმა თუ რას გააკეთებენ ამ ოჯახებისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ისევ გვესმის სრულიად არაადეკვატური მიდგომა, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველა დაპირება შესრულდა, საქართველო გუგუნებს და ხალხი კარგად ცხოვრობს, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხვდება და ამიტომ ხალხს დახმარება კი არ სჭირდება ანალიზის უნარი სჭირდება, განსხვავებით მთავრობისგან, რომელიც მოწყვეტილია რეალობას“,-თქვა მან.

 

 

ბაქრაძის განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყურადღების ცენტრში იქნება თითოეული ოჯახი და თითოეული ადამიანი.

 

 

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სჭირდება დახმარება, ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ოჯახებს სჭირდებათ გვერდში დგომა, ჩვენ ვიცით რამდენი რამ არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში და ყველა ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი ამაში თავისი თვალით დარწმუნდა იმ 307 000 ოჯახში პირადად სტუმრობის დროს. ეს არის ჩვენი მხრიდან სიგნალი, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი. მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, იმ 307 000 ოჯახში, ვინც პირადად შეხვდა ჩვენი დეპუტატობის კანდიდატს, არც ერთი ჩვენი დეპუტატისთვის არ იარსებებს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა და უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ვიდრე იმ პრობლემების მოგვარებაა, რომელიც მათ თავისი თვალი ნახეს, როდესაც შემოვიდნენ თქვენს ოჯახში. ხვალ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელსაც თავისი თვალით აქვს ნანახი ხალხის პრობლემა, რომელიც თავისი ფეხით არის მისული ყოველ მესამე ქართულ ოჯახში ამ ქვეყანაში და ეს იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისთვის, რომ ჩვენ გვესმოდეს, ვხედავდეთ, ვგრძნობდეთ ხალხის პრობლემებს და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ხალხთან ერთად ახალი ენერგიით წავიყვანოთ საქართველო წინ“,-აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი