"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო მძიმე იყო.
მისი შეფასებით, "ხელისუფლება შანტაჟით, ცემით, გინებით ცდილობდა, რომ პროცესი ჩაეშალა. ამის მიუხედავად, არჩევნებამდე მშვიდად, გამარჯვების იმედით მოვედით".
"მთელი კამპანია აწყობილი გვქონდა ნეგატივზე და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება, რაც არის ადამიანებთან უშუალო და პირისპირ საუბარი პრობლემებზე და მათი მოსმენა. არ შეიძლება კამპანია იყოს მხოლოდ იმის მოყოლა, თუ რას აპირებ, უნდა მოუსმინო, რას ამბობენ ადამიანებზე, რაში გვაკრიტიკებენ და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ზუსტად ასე გავაგრძელებთ ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მე მივეცი დაპირება, რომ ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ კარდაკარ სიარულს, მოვუსმენთ ადამიანებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.