ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს და არ გაჰყვება გადასატან ყუთს
07-10-2016, 05:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მისი ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გეგმავს, რომ ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები გადასატან ყუთთან ერთად გაუშვას.

 

 

„გუშინ ვიხილეთ როგორ იგეგმება ოქმებზე ხელის არ მოწერა და დღეს შევიტყვეთ, რომ დაგეგმილია, რომ კომისიის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააყოლონ გადასატან ყუთებს. ანუ გამოდის, რომ გეგმავენ, რომ დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე კომისიის წევრები იყვნენ შტაბიდან გარეთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როგორი დირექტივაც არ უნდა წამოვიდეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არც ერთი წევრი არ დატოვებს საარჩევნო უბანს. ქვეყნის მასშტაბით, 3 700-მდე საარჩევნო უბანზე ამავე რაოდენობის ჩვენი წევრი დარჩება უბანზე და არ გაჰყვება გადასატან ყუთს“, - განაცხადა ნიკა მელიამ და  ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდა, მართვის სადავეები დაიბრუნოს და თავის სიმაღლეზე დადგეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი