თინა ხიდაშელი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: ხელისუფლება მორიგ ჯერზე დამარცხდა კრიმინალთან ბრძოლაში
07-10-2016, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, თარგამაძის შემთხვევა ნიშნავს, თუ როგორ დამარცხდა ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაში.

 

 

„როცა მსოფლიო პრესის გაშუქება შენი საარჩევნო კამპანიისაა იწყება მოქმედ პარლამენტარზე თავდასხმით, ძალიან ცუდია. სინამდვილეში რა მოხდა, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურები იმისთვის ჰყავს ქვეყანას, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე ჰქონდეთ წინასწარ პასუხები და პრევენციული ღონისძიებებიც გატარებული ჰქონდეს. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება, კონკრეტული სახელისუფლებო უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში უსაფრთხოებაზე მორიგ ჯერზე დამარცხდნენ კრიმინალთან ბრძოლაში. კრიმინალის პოლიტიკური ამოცანაც სრულიად ნათელია", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

ხიდაშელმა ირაკლი ოქრუაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარმა თავდასხმამ 2012 წელს მიღწეული პროგრესიც დაჩრდილა.

 

 

„ჩვენ ბევრი პრობლემა გვქონდა ამ საარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენ მივიღეთ ძალიან პოლარიზებული მედია, მივიღეთ სიძულვილის ენის წარმოუდგენელი მასშტაბები, ადმინისტრაციული რესურსის სახელისუფლებო პარტიის მიზნებისთვის გამოყენების უამრავი მაგალითი და შემთხვევა. სამწუხაროდ,არც ტყვიის გარეშე ჩაიარა ამ საარჩევნო კამპანიამ და მე ვიტყოდი, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის ფაქტი ყველაზე უფრო მძიმე ფურცელია ამ საარჩევნო კამპანიის დროს. პოლიტიკურად ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო მძიმე ლაქა ამ საარჩევნო კამპანიისთვის, როცა საარჩევნო შეხვედრაზე პოლიტიკურ კონკურენტს ცეცხლს უხსნიან. ამ ფაქტმა დაჩრდილა თუნდაც ის პროგრესი, რომელიც ჩვენ 2012 წელთან შედარებით გვქონდა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი