ჩრდილო კორეამ აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების საპასუხოდ სარაკეტო ცეცხლი გახსნა
01-03-2015, 22:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილო კორეამ ორი ახლო მოქმედების სარაკეტო ჭურვი გაუშვა ზღვაში, რითაც აშშ-სამხრეთ კორეის ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმდინარეობა გააპროტესტა.

 

 

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების განცხადებით, ორი 450 კილომეტრზე მოქმედების სარაკეტო ჭურვი დასავლეთში მდებარე ქალაქ ნაპოდან გატყორცნეს ზღვისაკენ, კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით.

 

 

ამერიკა- სამხრეთ კორეის ტრადიციული ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელშიც ათიათასობით სამხედრო პირი მონაწილეობს, ყოველთვის ფხენიანის გაბრაზებას იწვევს.

 


სეული და ვაშინგტონი კი სამხედრო წვრთნებს თავდაცვითი ბუნებისად აღწერენ. კომპიუტერით მოდელირებული წვრთნები 12 დღე, სახმელეთო საზღვაო კომპონენტებისაგან შემდგარი წვრთნები კი 8 კვირა გრძელდება.

 

 

ჩრდილო კორეის სამხედრო უწყებამ ამერიკა-სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები ეროვნული სუვერენიტეტის „შეუნიღბავ ხელყოფად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ აგრესიასთან გამკლავება მხოლოდ „ულმობელი დარტყმით“ არის შესაძლებელი.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სამხედრო წვრთნებმა საგრძნობლად წყნარად ჩაიარა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი