კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა - მერიის ცნობით, ახალი მაგისტრალი სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს
07-10-2016, 05:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა.

 

 

თბილისის მერიის ცნობით, ახალი მაგისტრალი სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს და დედაქალაქის უძველეს უბანს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებთან დააკავშირებს.

 

 

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზით, კრწანისიდან  შინდისში ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.

 

 

„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი დაპირება შევუსრულეთ და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა გავაკეთეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილიდან მთაწმინდისა და შინდისისკენ ასასვლელი გზა ძალიან დატვირთული იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება  ალტერნატიული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც  დღეს დასრულდა და მოძრაობაც გაიხსნა. ეს გზა საკმაოდ  ამოკლებს მანძილს და კრწანისიდან შინდისისკენ ასვლა 5 წუთში იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

პროექტის ფარგლებში, ახალი გზის მშენებლობის გარდა, განხორციელდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები, კიუვეტებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

 

 

თბილისის მერიის ბიუჯეტიდან კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის 4 993 986,60 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ჯეუ გრუპ“-მა შეასრულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი