გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდა
07-10-2016, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდა.

 


სამინისტროს ცნობით, ენტომოლოგებმა მინისტრს დაზიანებული ბზის დამუშავების პროცესი ადგილზე გააცნეს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე შერჩეული ბიოლოგიური პრეპარატით - ლეპიდინით შეიწამლა. წამალი სპეციალურად შერჩეული სახეობის ბაქტერიის - Bacillus thuringiensis var. kurstaki-ის (BTK) ბაზაზეა დამზადებული, რომელიც არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის.

 


"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით 2015 წელს „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმა“ მოამზადა. გეგმა სხვადასხვა უწყებების: აჭარის სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის გარემოს ა/რ სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაწესებულებების მიერ მიმდინარე და მომავალ წლებში მავნებელთან ბრძოლის მხრივ, ასევე ბზის აღდგენა -კონსერვაციის მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს.

 


კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. ბზის ხმობა ქვეყნის ტერიტორიაზე ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გამოვლინდა, რომლის მიზეზი მავნე მწერი „ბზის ალურაა“.

 


გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერომონიანი მწერსაჭერები გამოსცადეს, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული ახალი ბიოლოგიური პრეპარატის დაავადების -„ბზის სიდამწვრის“ წინააღმდეგ გამოცდა მოხდა.

 


2016 წლის გაზაფხულიდან ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 400 ჰა ფართობის ორჯერადი შეწამვლა განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. შეწამვლითი ღონისძიება კომპანია „გარდ სერვისმა“ განახორციელა", - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი