„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში ახალი საწარმო ამოქმედდა
07-10-2016, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა. თბილისში, სამგორში მდებარე საწარმო „გვგ პლასტი“ სხვადასხვა ზომისა და ფორმის პოლიეთილენისა და ბოთლების ჩასაწყობ ცელოფნის პარკებს აწარმოებს.

 

 

 

საწარმო დღეს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა. 

 

 

ეკონიმიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის.

 

 

„კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მთლიანი ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებით იწარმოება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი. სწორედ ეს არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიზანი, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეულია. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ მოახერხა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და დღეს უკვე ის მუშაობს ექპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

 

 

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, შპს „გვგ პლასტი“ უკვე თანამშრომლობს და ამარაგებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „SPAR“, „იოლი“, „ავერსი“, „კოდა“ და „გორგია.“ საწარმო მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი