საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კარიბის აუზის რეგიონში ქარიშხალი „მეთიუს“ შედეგად გამოწვეული სტიქიური უბედურების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს კარიბის აუზის ქვეყნების მთავრობებსა და ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
ამასთანავე, სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, დაზარალებული ქვეყნები შეძლებენ ქარიშხლით გამოწვეული მძიმე შედეგების დაძლევას, ხოლო სტიქიის ზონიდან ევაკუირებული მილიონობით ადამიანი უმოკლეს ხანში დაუბრუნდება საკუთარ სახლებს და განაგრძობს მშვიდობიან ცხოვრებას.
„მეთიუმ“ ჰაიტიზე 300–ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჰაიტის სამხრეთით მდებარე სულ მცირე ერთი ქალაქი მიწისაგან პირისა აღგავა. სუდის პროვინციაში 30 000 სახლია განადგურებული.
ქარიშხალმა ფლორიდის სანაპიროებს უკვე მიაღწია. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს შეადგენს, მისი თავდაპირველი სიჩქარე კი, როცა ის ბაჰამას მიუახლოვდა, 214 კმ/სთ–ს შეადგენდა. ფლორიდის სანაპიროზე თავსხმა წვიმაა. ფლორიდის შტატის გუბერნატორის რიკ სკოტის განცხადებით, 140 000–ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ფლორიდაში მთავარი ავტომაგისტრალები ცარიელია. მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.