პაატა ბურჭულაძე: ჩვენ შევძლებთ, რომ ახალგაზრდებს ღიმილი ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეთ
07-10-2016, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი მადლობა, რომ აქამდე მოხვედით; დიდი მადლობა, რომ ავიტანეთ ეს დიდი შეურაცხყოფა, რომ ავიტანეთ ეს დიდი ღალატი რაც უკვე განვიცადეთ. ავიტანეთ ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ბევრი ყოფილა საქართველოში, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ უფრო მეტია ადამიანები, ვინც თავს გაწირავს საქართველოს კეთილდღეობისთვის, - ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ რიყის პარკში შეკრებილ მხარდამჭერებს.

 

 

მისი თქმით, იმ გაჭირვებას რაც საქართველოში არსებობს სასწრაფოდ უნდა მოეღოს ბოლო და ამას მხოლოდ მისი პოლიტიკური გაერთიანება მოახერხებს.

 

 

"ჩვენ ვერ დაგვაშინეს, პირიქით, ჩვენ უფრო განვმტკიცდით. და ჩვენ ვართ ერთი ჩამოყალიბებული, ძალიან ძლიერი, ისეთი ძლიერი რომ მეტი არ შეიძლება, პროფესიონალი და საქართველოს მოყვარული ხალხი.

 


მე შემოვიარე ჩემს გუნდთან ერთად მთელი საქართველო. ჩემი ცხოვრების მანძილეზე მე ამდენი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი არ მინახავს. თქვენ იცით, რომ საქართველოს რაიონებში ყოველთვის დავდიოდი ფონდ "იავნანადან" გამომდინარე. მე ვიცოდი როგორი შიმშილი იყო და რა გაჭირვება იყო საქართველოში, მაგრამ როგორც ვნახე მე დღეს, ასეთი რამე მე არ მინახავს. ამან მე შემძრა. ამას სასწრაფოდ უნდა მოეღოს ბოლო. ჩვენ გვყავს გუნდში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის სპეციალისტები, სამართლის სპეციალისტები. ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ამას მყისიერად შეცვლის. არ დასჭირდება ამას ლოდინი 2030 წლამდე.

 

 

დღეს, თბილისში, ქუჩაში რომ გახვალ, შუა ასაკის და უფრო ზემოთ ადამიანს იშვიათად თუ ნახავ გაღიმებულს. გაღიმებულები დადიან მხოლოდ ახალგაზრდები. და ისინი გაღიმებულები დადიან იმიტომ, რომ მათ ოჯახი ზურგზე არ აწევთ. დანარჩენს ყველას საფიქრალი აქვს ოჯახზე. აი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რომ ამ ახალგაზრდებს ეს ღიმილი ცხოვრების ბოლომდე გაჰყვეთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი