ვახტანგ კაპანაძეს უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
07-10-2016, 07:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში, ჰეტმან პიოტრ საჰაიდაჩნის სახელობის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო საბჭოს საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აკადემიის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტ პაველ ტკაჩუკმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

 

 

საზეიმო ღონისძიებაზე ქართველ გენერალს დიპლომი, სამახსოვრო მედალი და მანტია გადაეცა. გენერალური შტაბის უფროსმა საპატიო წოდება უკრაინის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო.

 

 

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აკადემიის რექტორმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერამ და სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობამ განაპირობა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისთვის საპატიო წოდების მინიჭება.

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია ამ წოდების მიღება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. 1997-1999 წლებში უკრაინის ეროვნულ აკადემიაში ვსწავლობდი. სამხედრო საქმეში სწორედ აქ მივიღე საუკეთესო ცოდნა და განათლება. უკრაინას, უკრაინელ ძმებსა და თანამებრძოლებს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ვიცით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სამეცნიერო საბჭოს მოწვევით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უახლოეს მოამავალში უკრაინელი სამხედროებისთვის ლექციას წაიკითხავს.

 

 

უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიაში სტუმრობისას, ქართველმა გენერალმა სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ კურსდამთავრებულთა ხსოვნას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი