შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა - პროექტის ღირებულება 80 მილიონი დოლარია
07-10-2016, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და სპა კომპლექსის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

 

 

ტურიზმის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

 

 

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარია.

 

 

„სასტუმროში იქნება 220 ნომერი ხედით ზღვაზე, აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები. ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები. სასტუმროში განთავსდება ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური ტოპოგანი, სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები.

 

 

მსგავსად ფონდის ყველა პროექტისა, შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, Marriott-ის უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ბრენდის Autograph Collection-ის მიერ უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების უმაღლესი დონე.

 

 

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაცია 2016 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა.

 

 

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად დააფუძნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც 680 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ახორციელებს 8 მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში (სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკი და შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი) უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი “Autograph Collection”. 8 პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეისთვის მათში ჯამურად ინვესტირებულია 259 მლნ ლარი. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი გაუტოლდება 2 500 ადამიანს“,-ნათქვამია ტურიზმის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 1
#1   M. M
      
წარმატებებს გისურვებთ!
საქართველს მოქალაქეთა უმრავლესობას კი ვუსურვებ, შეგძებოდეთ ამ სასტუმოში ოჯახებით დაგესვენოთ !
7 ოქტომბერი 2016 07:47
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი