საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, აზერ ტოფიგ ოღლუ ჰუსეინს უმასპინძლა.
შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა თავდაცვის სფეროში სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი იყო, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფორმატია.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ლევან იზორიამ ელჩს აზერბაიჯანელი კოლეგის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაში ჩართულობა შესთავაზა.
აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აზერბაიჯანის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ხაზარ აბასოვი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.