პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები არ იმოქმედებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე.
„ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთები გაიზრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.