შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გაერთიანებული დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო ვითარება იყო.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის მთავრობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით.
შალვა ხუციშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებული ვითარება და მათ მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა შს მინისტრის მიერ გამოცემულ სპეციალურ ბრძანებაზე, რომელიც პოლიციელებისთვის წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლებს და პირობებს აწესებს. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.