საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას უმასპინძლა.
საუბარი ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს პრეზიდენტის პირადი ჩართულობის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში.
შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისა და ქართველ ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობის მნიშვნელობა.
საუბარი საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.