საჩხერეში აზერბაიჯანელი სამხედროების სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დაიხურა
07-10-2016, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


"ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედროებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და სამთო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების დასასრულს წარმატებულმა სამხედროებმა სერთიფიკატები და სამკერდე ნიშნებიც მიიღეს.

 


საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ სამთო კურსი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაიარა. სამი კვირის განმავლობაში მათ სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენა, კოლექტიური გადარჩენა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს. ისინი კლდეზე ცოცვისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ტექნიკასაც დაეუფლნენ და კლდიდან დაშვება, 2400მ სიმაღლეზე მარშგადაადგილება და კარვებში ღამის გათენება მოუწიათ. აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტიც ჩააბარეს, რომელიც ფიქსირებულ თოკზე ასვლას, კვანძებს, კლდეზე ცოცვას, კლდეზე დაშვებას და 12 კმ.+1200მ-ზე გადაადგილებასა და ასვლას მოიცავდა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი