ვანო მერაბიშვილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს
07-10-2016, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, - აღნიშნულია წინასაარჩევნო მიმართვაში, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ავრცელებს. აღნიშნულ მიმართვას Guardian.ge სრულად გთავაზობთ:

 


"არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მინდა ჩემი მოსაზრებები გადმოგცეთ.

 


ჩვენი პარტიის აქტივისტებმა და ლიდერებმა საქართველოს თითქმის ყველა ოჯახი შემოიარეს და ხალხის განწყობას გაეცნენ. ვიხილეთ სანდო კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ნათელია, რომ არჩევნებს ვიგებთ. ვიხილეთ გრანდიოზული მხარდამჭერი მიტინგიც 5 ოქტომბერს.

 


ამის მიუხედავად, ზოგი ჩვენგანი მაინც თავშეკავებულია პროგნოზებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ზოგი ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგს სოლიდარობის განცდა ბოჭავს, ზოგისთვის კი გამარჯვება too good to be true არის.

 


პირადად მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

 


პირველ ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობით გავალთ პირველ ადგილზე. მეორე ტური ჩატარდება ოლქების უმეტესობაში, სადაც თითქმის ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

 


8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდება.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება პატრიოტი, პატიოსანი, განათლებული და მებრძოლი წევრებისგან. ასეთი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენც გავიმარჯვებთ!", - აღნიშნულია მიმართვაში.

 

 

კომენტარები: 3
#3   gg
      
ნაცებს რაა
8 ოქტომბერი 2016 00:54
#2  Eko
      
ვაი შენს პატრონს. ვანო
8 ოქტომბერი 2016 00:26
#1  მარჯრეტ
      
მიშას პრეზიდენტად დაბრუნებამდე მანდ იყავი, სულ ცოტა დარჩენია მაინც!!!
7 ოქტომბერი 2016 14:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი