რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუსთავი-სადახლოს 40-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტირების მოსამზადებლად. პროექტის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარია.
"ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მომზადება 2017 წლის იანვარში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება კი 2018-2020 წლებშია დაგეგმილი.
საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, რუსთავი-სადახლოს მიმართულებით, გადაადგილების დრო 30 წუთით შემცირდება", - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.