დღეს, 2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების გარდა, რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
ასევე აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
დღესვე საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.
საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ტარდება თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების - ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად.
ახალციხეში - მერს, ხოლო ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამგებლებს აირჩევენ.
მერებისა და გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერის პირობებში ხდება, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.