საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის #6 საარჩევნო უბანზე მისცა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ ხმა " მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს" მისცა.
"პირველ რიგში, მინდა ქართულ საზოგადოებას მივილოცო დღევანდელი დღე და მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა შეინიშნება.
მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.