დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ხმა საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა „ქართულ ოცნებას” მისცა.
„მე ბუნებრივია ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას” - ნომერი 41 და მის ძალიან ძლიერ, პროფესიონალ და ძალიან გამოცდილ კანდიდატს ნინო გოგუაძეს. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ხმა მივეცი ადამიანის უფლებების დაცვას და ისეთი სახელმწიფოს აშენებას, რომელშიც ადამიანის უფლებები და მისი ინტერესები იქნება პრიორიტეტი ყოველთვის. ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სწრაფ განვითარებას და ეს ნიშნავს, რომ ხმა მივეცი სიმშვიდეს, სიწყნარეს, სტაბილურობას, მეზობლებთან ურთიერთობის დალაგებას", – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, "აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე შემოხაზონ ნომერი 41 ან ნებისმიერი პარტია იმ ერთი პარტიის გარდა, რომელიც ძალადობდა, სისხლს და სიკვდილს თესავდა საქართველოში და კიდევ ასეთი ძალადობით ფიქრობს რომ რაღაცას მიაღწევს".
"ცხადია, მათი დღეები არის წასული, სულ რაღაც 12 საათშიც გამოჩნდება, მაგრამ ამისთვის მოქალაქეების აქტიურობა არის აუცილებელი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.