გიორგი მღებრიშვილი: გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე, თითქმის ყოველ წუთში, ახალი დეტალები ირკვევა
08-10-2016, 03:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ჩატარებულ საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა კომენტარი გააკეთა.

 

 

მისი თქმით, შსს-ს, სუს-ისა და პროკურატურის თანამშრომლებმა სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გაწიეს, რათა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მომხდარიყო.

 


"თითქმის ყოველ წუთში, მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა" – აღნიშნა მინისტრმა.

 


„დაკავებულებს რაც შეეხება, დგინდება პირთა წრე, რომლებსაც კავშირი აქვს ამ საქმესთან. მიმალვაში იმყოფება ნაწილი. საგამოძიებო პროცედურები გრძელდება და ყველაფერს გაიგებთ უახლოეს პერიოდში. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული. ეს უტყუარი მტკიცებულებები ადასტურებს იმ პირების კავშირს დანაშაულთან, რომლებიც ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 


მან იმ ადამიანებს, რომლებიც აფეთქების დროს დაშავდნენ, გამოჯანმრთელება უსურვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი