ფოთში კარი ჩაიკეტა, სადაც იყო შენახული მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, მოუხდათ სამაშველო დამხმარე ჯგუფის მოყვანა – ცესკო–მ საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე განცხადება გააკეთა
08-10-2016, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე, მთაწმინდის საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაგვიანებით დაიწყო, ხოლო ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი, ფოთის 61-ე ოლქში კი მე-8 უბანზე დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა " კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელება", ვინაიდან ჩაკეტილი კარის გამო, კომისიის წევრებმა შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია კენჭისყრის პროცესი დილის 8:00 საათზე დაწყებისთვის.

 


„იქ მისულ ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა ზუსტად 8 საათიდან განეხორციელებინა საკუთარი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან წილისყრით ფუნქციების გადანაწილების დროს, კომისიის ერთ-ერთ წევრს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო წილისყრის პროცესში, რამაც გამოიწვია შეფერხება, თუმცა მოგვიანებით მისი ქმედება გამოსწორდა. გარდა ამისა, ზუსტად იგივე უბანზე დამკვირვებელი აპროტესტებდა ლუქის ნომრის დაფიქსირებას და აღნიშნულის დაფიქსირებას შესაბამის ჟურნალში. 8 საათის ნაცვლად ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო”,- განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ, რომელიც ფოთში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო.

 


„საუბარია კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელებაზე, წილისყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ მოახერხეს კომისიის შენობაში შესვლა. კარი ჩაიკეტა, სადაც იყო შენახული მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, მოუხდათ სამაშველო დამხმარე ჯგუფის მოყვანა, რომელმაც გახსნა საარჩევნო უბანი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ დროულად განახორციელეს კენჭისყრისწინა პროცედურები და კენჭისყრის პროცესი დაიწყო ზუსტად 8:00 საათზე. გარდა ამისა, ბათუმის პირველ უბანზე წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ხელს უშლიდა. ამას ითხოვდა ასევე არჩევნებში მონაწილე დამკვირვებელი, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანზიაციების წარმომადგენლები, საარჩევნო უბანზე გამოძახებული იყო პატრული, ასევე გააძევეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი’, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი