დიდუბის მე–14 საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევასთან დაკავშირებით, ცესკო განცხადების გაკეთებას საკითხის შესწავლის შემდეგ გეგმავს
08-10-2016, 03:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბის მე–14საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევას. საარჩევნო უბნის თავმჯდომარის განმარტებით, ჯერ კიდევ უბნის გახსნამდე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ნაცვლად, შემაჯამებელი ოქმი უბნის მდივნის მიერ დაშვებული შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა, რის გამოც უბნის გახსნა 5-7 წუთით შეფერხდა.

 

 

„როგორც კი შევნიშნეთ, რომ არასწორი ფურცლის შევსება მოხდა, მაშინვე გამოვცვალეთ, შევავსეთ საკონტროლო ფურცელი. ამ შემაჯამებელ ოქმზე გარდა ხელმოწერებისა, სხვა არაფერი დატანილი არ არის, ქსეროასლები მოითხოვეს დამკვირვებლებმა და გავატანეთ. ცესკო-დან მოვიდნენ, ნახეს და ყველა პრობლემა აღმოფხვრილია”, - განაცხადა დიდუბის მე-14 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ნინო უგულავამ, რომლის ინფორმაციითაც ოქმზე მხოლოდ კომისიის წევრების ხელმოწერები იყო დატანილი.

 


უბნის დამკვირვებლების განცხადებით, სხვა რაიმე სახის დარღვევა საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა, ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ამ თემაზე განცხადების გაკეთებას საკითხის შესწავლის შემდეგ გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი