„პირველ რიგში არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მივეცი ხმა", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ.
როგორც მელიამ ჟურნლისტებს განუცხადა, მან არჩევანი მშვიდი მომავლის სასარგებლოდ გააკეთა.
"ხმა მივეცი, პირველ რიგში, უკეთეს ხვალინდელ დღეს, მომვალ თაობას, უფროს თაობას. კიდევ უფრო კეთილდღეობით სავსე ცხოვრებას, ვიდრე ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვინდა. შეუძლებელია, გინდოდეს ეს და ქვეყანაში იყოს არაფორმალური მმართველობა. პირველ რიგში, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მივეცი ხმა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია საუბარი იმ ნათელ მომავალზე, რომელიც თქვენც, მეც და საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს სურს", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.