ზურაბ აბაშიძემ „შეთქმულების თეორიებით“ მოხიბლულ ოპონენტებს პროვინციალიზმში დასდო ბრალი
02-03-2015, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე "თავისუფალ დემოკრატებს პასუხობს და ურჩევს, რომ "სამოქალაქო კონტროლი" თავიანთ არაკომპეტენტურობას დაუწესონ. საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის საკითხის კომენტირებისას კი მან „შეთქმულების თეორიებით“ მოხიბლულ ოპონენტებს პროვინციალიზმში დასდო ბრალი.

 


"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ უნდა დაწესდეს საზოგადოებრივი კონტროლი, რათა ზურაბ აბაშიძე მისი კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდეს.

 


პრემიერის სპეციალური წარმომადგენლი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე მის განცხადებებზე აჟიოტაჟი "ნაციონალებს" "თავისუფალმა დემოკრატებმა" დაასწრეს.

 


"მე ვთქვი საქართველო მიდის, მიისწრაფვის ნატოსკენ, მაგრამ დღეს და ხვალ გაწევრიანება ვერ მოხდება. ისიც ვთქვი, რომ არ იგეგმება ჩვენთან ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის, რაც სამხედრო ბაზას ნიშნავს, განლაგება“, კიდევ ერთხელ დააზუსტა აბაშიძემ.

 


მან საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის საკითხზეც გააკეთა მორიგი განცხადება და თქვა, რომ გრიგორი კარასინთან ამ თემაზე დეტალური მოლაპარაკებები არ გამართულა. ზურაბ აბაშიძემ „შეთქმულების თეორიებით“ მოხიბლულ ოპონენტებს პროვინციალიზმში დასდო ბრალი.

 


„ეს კულუარული ინფორმაციების და შეთქმულებების თეორიები ჩვენში რომ უყვართ, ისე არსად და მერე ეს ხანდახან გადადის პროვინციალიზმში. მე იქაც ვთქვი შეხვედრის დასრულებისთანავე, არანაირი კონკრეტული, დეტალური განხილვა საქართველოს რკინიგზის აღდგენის შესახებ არ ყოფილა; ან რანაირად უნდა დაიმალოს ეს. კულუარული შეხვედრები რომ გვინდოდეს, რაღა პრაღაში შევხვდებით, 15 პროჟექტორის ქვეშ ვინმეს. მე ვერ ვხედავ მათ განსაკუთრებულ დაინტერესებას, მაგრამ ვიმეორებ, არანაირი კონკრეტული, დეტალური განხილვა არ ყოფილა“, განაცხადა აბაშიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი