საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში „თითსაც ვერავინ დააკარებს“, რადგან ჩამოსვლის შემთხვევაში მომხრეები, ასევე სამხედროები და სამართალდამცველები დაიცავენ.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია „112 Украина“-ის ეთერში განაცხადა.
„მათ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თუმცა ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მიტინგი გაიმართა, სადაც 70 ათასი ადამიანი მივიდა, ეს ძალიან ბევრია, იგივეა, რომ უკრაინაში კრეშატიკზე 500 ათასზე მეტი ადამიანი გასულიყო. ეს ნიშნავს, რომ მე იქ თითსაც ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც მთელი პოლიცია, შეიარაღებული ძალები ჩვენს მხარესაა, ანუ სახელმწიფოებრიობისა და კანონიერების მხარეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოში იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძალადობრივი ქმედებების გამოწვევა არ სურდა.
„წარმოიდგინეთ, ჩამოდის პოლიტიკოსი - ძველი, ცუდი, მას კი აეროპორტში ნახევარი მილიონი უკრაინელი ხვდება. როგორ დააკავებს მას ხელისუფლება?! ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ ჩავედი, არის ის, რომ არ მსურდა ეს ძალადობრივი ქმედებების მიზეზი გამხდარიყო“, - თქვა მან და დასძინა, რომ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას აუცილებლად გეგმავს, თუმცა ეს არ იქნება დაბრუნება, რადგან ის მუშაობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.
მან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს.
„წარმოიდგინეთ, პირადად ჩემ შესახებ 24-სერიანი ფილმი გადაიღეს, რომელსაც ყველა თავიანთ არხზე აჩვენებენ. ეს ფილმი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ ჩემი ამ მეოცნებეებს ივანიშვილის პრორუსული პარტიიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.