ცუდი სიზმარი წყალს უნდა გავატანოთ და დავიწყოთ იმ მიმართულებით სვლა, რაც თაობებს უნდოდა - საქართველოს დაბრუნებისკენ, თავისუფალი, წარმატებული, კეთილდღეობით ერებში მცხოვრები ოჯახი, რასაც ევროპა და დასავლური სივრცე ჰქვია, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ ხმის მიცემის შემდეგ.
მისი თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესებმა ჩაიაროს მშვიდად და "საქართველომ გაიმარჯვოს მშვიდად".
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პროცესმა ჩაიაროს მშვიდად და საქართველომ მშვიდად გაიმარჯვოს. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე და არც საზოგადოებაზე. ხელისუფლების და კერძოდ, ივანიშვილის როლი აქ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დიდია ძალიან ცოტა ხანი. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ არ მივცეთ მას საშუალება, რომ რაიმე კიდევ არიოს და კიდევ რამე ზიანი მოგვაყენოს. მე ვთვლი, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.