"დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთი უსამართლობა დავამარცხეთ ახალციხეში. ხვალ დიდ უსამართლობას დავამარცხებთ მთელ საქართველოში", განაცხადა ირაკლი ალასანიამ სასამრთლოს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც შალვა გოგოლაძე ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენილად გამოცხადდა.
"სწორედ ამ განწყობით ვართ დღეს არა მარტო "თავისუფალი დემოკრატები", არამედ მთელი ახალციხის საზოგადოების დიდი ნაწილი. ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რომ სასამართლომ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და შალვა გოგოლაძე აღადგინა თანამდებობაზე. ის იქნება კვლავ საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. სასამართლომ დაადასტურა, რომ შალვა გოგოლაძე უკანონოდ, მხოლოდ პარტიული ნიშნით იდევნებოდა. მინდა განვაცხადო - პოლიტიკური დევნა საქართველოში ვეღარ განხორციელდება, ეს წარსულია, სადაც საქართველოს საზოგადოება აღარ დაბრუნდება!"- აღნიშნა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.