საია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასაჯაროვებს
08-10-2016, 05:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გარკვეული ტიპის დარღვევები დააფიქსირეს.

 

 

"თბილისში, ნაძალადევის მე-18 უბანზე, ჩვენმა დამკვირვებელმა მოიპოვა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის , სოფო კილაძის მხარდამჭერთა სია, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა უბანზე. ამ სიაში მოცემულია კონკრეტული ადამიანების სახელი, გვარი, პირადი მონაცემები.

 


ხმაური იყო დიდუბის მე-14 უბანზე, სადაც ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, პრობლემა დაფიქსირდა, რადგან კომისიის წევრებმა ნაცვლად იმისა, რომ უბნის გახსნის შემდეგ საკონტროლო ფურცელი შეევსოთ, მათ შეავსეს შემაჯამებელი ოქმები, წინასწარ გააკეთეს ხელმოწერები, რაც დარღვევას წარმოადგენს. შემდეგ როდესაც მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, უკვე დალუქული ყუთი გახსნეს, გარკვეული შესწორებები შეიტანეს და შემდეგ კიდევ დალუქეს. ესეც ცალკე დარღვევას წარმოადგენს.

 

 

მე-5 უბანზე დაფიქსირდა დარღვევა, როდესაც ჯერ მარკირება გაუკეთეს ამომრჩეველს და შემდეგ გადაამოწმეს, იყო თუ არა ეს პირი სიაში. აღმოჩნდა, რომ იმ უბანზე არ იყო ეს მოქალაქე დაფიქსირებული.

 

 

გარდაბანში, მე-6 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, რომ დამკვირვებლებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ ჩანაწერთა წიგნში დაეფიქსირებინათ შენიშვნები. ჩვენს დამკვირვებელსაც შეექმნა პრობლემა, როდესაც არ იბარებდნენ მისგან საჩივარს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი