მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა, მათ დამკვირვებლებს არ უშვებენ საარჩევნო უბნებზე, იმ მოტივით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული მოწმობები შავ-თეთრია.
მისივე თქმით, თიანეთის გამგებელს სამსახურეობრივი ავტომობილებით მოქალაქეები ხმის მისაცემად დაჰყავს.
ბურჭულაძის პარტიაში სხვა დარღვევების შესახებაც საუბრობენ და ქვეყნის მასშტაბით მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ:
„1. გარდაბანი, 21, 58, 59, 60, 61, სოფელი ყარაჯალა - დამკვირვებლები და წარმომადგენლები გამოუშვეს უბნებიდან, დატოვეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები;
2. საგარეჯო, 23-ე ოლქი - 6 ბიულეტინს ხელი არ მოაწერეს და დაკარგულია 6 ხმა;
3. ახალქალაქი, 46 ოლქი - 11 უბანზე გამოაქვთ ბიულეტენები ღიად, ანახებენ ხალხს. მე-3 უბანზე კომისიის წევრები შედიან კაბინებში ხმის მიცემის დროს;
4. დედოფლისწყარო, 25-ე ოლქი - მე-8 უბანზე, გადასატან ყუთზე არ გაატანეს მაჟორიტარული ბიულეტინი, საკონტროლო ფურცელს არა აქვს ბეჭედი;
5. ნინოწმინდა, 46 ოლქი - ღიად აძლევენ ხმას;
6. ჩხოროწყუ, 67 ოლქი, სოფელი ბიჯები - პოლიცია აგიტაციას ეწევა, კარამდე მიჰყავთ ხალხი, არსებობს ვიდეომასალა. პროკურორები, ძალოვანები მოძრაობენ მე-16 უბნის ეზოში;
7. ბორჯომი, 45 ოლქი - 20-ე უბანზე დამკვირვებელს არ აძლევს უფლებას, რომ პირადობები შეამოწმოს;
8. ნაძალადევი, 18 ოლქი - 56 -ე უბანზე ერთ პირს მისცეს ორი პროპორციული ბიულეტენი, რომელიც უკვე მოთავსდა ყუთში;
9. ლაგოდეხი, 26 ოლქი - მე-4 უბანზე ერთ ბიულეტენზე დაფიქსირდა სხვა ოლქის კანდიდატები, ახლა კარი დაკეტილია და შიგნით თათბირობენ;
10. ზუგდიდი, 65-66 ოლქში - მე-11 უბანზე მარკირების გარეშე შეუშვეს ამომრჩევლები კაბინაში, დაიწერა საჩივარი;
11. ჩუღურეთი, მე-14 ოლქი - მე-17 უბანზე გადასატანი ყუთი მოიტანეს და ამომრჩევლის ხელმოწერები არ იყო დაფიქსირებული. დაიწერა საჩივარი ყუთის ბათილობასთან დაკავშირებით. საუბარია 19 ამომრჩეველზე;
12. თიანეთის ოლქი - გამგებელი მანქანით მოძრაობს და მოჰყავს ამომრჩევლები საარჩევნო უბნებთან;
13. ვაზისუბანი - 63-ე უბანზე დაიკარგა რეგისტრატორის ბეჭედი. არის დიდი ალბათობა, რომ გარეთ გაიტანეს და არის „კარუსელი“ ალბათობა, არსებობენ მოწმეები. საჩივარი იწერება“,-ნათქვამია პაატა ბურჭულაძის მოძრაობის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.