გიორგი ტუღუში: ჩვენს წარმომადგენელსა და მის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
08-10-2016, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ტუღუში სხვადასხვა უბანზე მომხდარ დარღვევაზე საუბრობს.

 

 

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ტუღუშმა განაცხადა, პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელსა და მის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

 

"საბურთალოს მე-6 ოლქში, 48-ე უბანზე ჯერ აიძულეს ჩვენი წარმომადგენელი მამუკა კურტანიძე დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, ხოლო ამის შემდეგ, როდესაც იგი და მამამისი ირაკლი კურტანიძე მივიდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იმავე უბანში, მათ რეალურად თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

 

 

დაახლოებით, 4 მანქანიდან გადმოვიდა 20-მდე პირი. მათ ჯერ გამოელაპრაკნენ და ამის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ჩვენს მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება", - განაცხადა ტუღუშმა საგანგებო ბრიფინგზე.

 


ტუღუშმა "ქართული ოცნების"აქტივისტებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 

 

მისივე თქმით, დარღვევა მოხდა ლაგოდეხშიც, სადაც ამომრჩევლებმა მაჟორიტარულ სიაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვერ აღმოაჩინეს.

 

 

"ლაგოდეხის 26-ე ოლქის მე-4 უბანზე ამომრჩევლებმა საარჩევნო ბიულეტენში, მე ვგულისხმობ მაჟორიტარული კანდიდატების ბიულეტენს, ვერ მოძებნეს, ანუ ვერ აღმოაჩინეს ჩვენი კანდიდატი, ვინაიდან ამ ოლქზე მიტანილ იქნა დუშეთის კუთვნილი მაჟორიტარული ბიულეტენები. ეს არის ერთადერთი საარჩევნო ოლქი, სადაც ჩვენ არ წარგვიდგენია კანდიდატი. ასე რომ 38 ადამიანმა მისცა ხმა დუშეთის კუთვნილი ბიულეტენებით სოფელ მაწიმში", - აღნიშნა ტუღუშმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი