ირაკლი კობახიძე: ვაზისუბანში „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
08-10-2016, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლებს შელაპარაკება მოუვიდათ ვაზისუბნის მცხოვრებლებთან.

 

 

მისი თქმით, დამკვირვებლებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში“.

 

 

„კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში. მოხდა ერთი სამწუხარო ინციდენტი ვაზისუბანში, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დამკვირვებლებს. ჩვენი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და პოზიციის დაფიქსირებით საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში“,-განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი