ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
08-10-2016, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში, მე-18 საარჩევნო ოლქში ხმაური იყო. კერძოდ კი ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, სიტუაცია უბანზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საარჩევნო პროცესის დროს, უბნიდან კომისიის თავმჯდომარე და რიგის მომწესრიგებელი გაიყვანა.

 

 

„შენობაში არ იმყოფებოდა არც კომისიის თავმჯდომარე და არც რიგის მომწესრიგებელი, რის გამოც ხმის მიცემის პროცესს პრობლემები შეექმნა“, - განუცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „რუსთავი 2“-ს.

 

 

მისივე თქმით, ადგილზე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები მივიდნენ და განმარტებები მოითხოვეს, რატომ ხდებოდა საარჩევნო პროცესის შეფერხება, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან იყო კომისიის წევრებზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა“,- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციითვე, საარჩევნო უბანზე სიტუაციის დაძაბვამდე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია იმყოფებოდა.

 

 

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის  თქმით კი ის  ზუგდიდის საკრებულოს წევრი თეიმურაზ მარკოზიას ორი წუთი ესაუბრა.

 

 

„მე ორი სიტყვით ვესაუბრე ჩემს ნათესავ თემურ მარკოზიას. მერაბ ქვარაია საერთოდ არ მინახავს აქ. დამიძახა გვაქვს პირადული თემა, ორი სიტყვა ველაპარაკე სულ“,-განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა.

 

 

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა ამჟამად  ვითარება  დაძაბული აღარ არის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი