სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
კახა კახიშვილის განცხადებით, მან მხარი იმ პარტიას დაუჭირა, რომელიც საქართველოში სტაბილურობას, დემოკრატიას და სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.
„საქართველოს განვითარებისთვის საჭიროა დემოკრატია, სტაბილურობა, სწრაფი განვითარება, მე ზუსტად ამას დავუჭირე მხარი და ხმა მივეცი იმ პარტიას, რომელიც აღნიშნულს უზრუნველყოფს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება არა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ, უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით. სწორედ აქედან დგება შედეგი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, მით უფრო მყარი არჩევანი და შედეგი დადგება, უფრო დასაბუთებული იქნება ხალხის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ხმა თბილისში, ისნის რაიონში, N9 მაჟორირატულ ოლქში, N7 საარჩევნო უბანზე მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.