მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს კრწანისის რაიონის #4 საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას კარგი განწყობა აქვს და იმედიანად არის.
„საქმიან პარლამენტს ვირჩევ. დარწმუნებული ვარ, შემდეგი პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც ოცნება გვაქვს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.