ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34.79% შეადგინა.
ცესკო-ში განმარტავენ, რომ რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 222 634 ამომრჩეველს შეადგენს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ 46 საჩივარია შესული. ძირითადად, პროცედურული ხარვეზებია - აგიტაცია უბანზე, მარკირების გარეშე ხმის მიცემა. მათივე ცნობით, მსგავსი ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, პრობლემები ჰქონდა ამომრჩეველთა ნაწილს საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშრებით. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემაც აღმოფხვრილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.