"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისთვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს," განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას. წულუკიანმა თქვა, რომ არ იცის აპირებს თუ არა ლადო ბედუკაძე რუსთაველის გამზირზე საკუთარი მხარდამჭერებით მისვლას "ნაციონალების" აქციის საწინააღმდეგოდ.
"მე არ მიხანავს ეს განცხადება. "ფეისბუქზე" ყოფნის ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ჩვენ ქვეყანაში არის უზრუნველყოფილი. კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ყველა პარტიას აქვს უფლება, გამოხატოს აზრი, მათ შორის - ქუჩაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ იქნება 7 ნოემბერი და 26 მაისები. აქედან გამომდინარე, ყველა მოქალაქემ ხმის გამოხატვის თავისუფლებას უნდა სცეს პასუხი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სახელმწიფოში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქუჩაშიც და შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, მიიღებს ზომებს იმისთვის, რომ როგორც აქციები, ისე კონტრაქციები მშვიდობიან პირობებში ჩატარდეს,"განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.