სასჯელაღსრულების სამინისტრო: პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
08-10-2016, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

 

 

სამინისტროს ცნობით, დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიხსნა.

 

 

"პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე ხმას აძლევენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები და ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს.

 

 

გარდა ამისა, 24 საათიან სამუშაო ცვლაში მყოფ თანამშრომლებსა და პატიმრებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ მიმაგრებულ უბნებზეც გადასატანი ყუთების მეშვეობით.

 

 

პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს კი აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ანა ორთოიძის განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებაში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 


არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენლის მარი ჩიტაიას განცხადებით ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

 


„საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, სტანდარტების დაცვით გაიხსნა. რაიმე სახის ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებულ პოზიციაზე ვარ, არ შემიმჩნევია რაიმე სახის დარღვევა,“-განაცხადა მარი ჩიტაიამ.

 


ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ენირა ბრონიცკაისას განცხადებით, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან რამდენიმე საარჩევნო უბანს, რომელიც გახსნილია პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე.

 


„ამჟამად ვიმყოფებით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილი იქნება ორი დამკვირვებლით. დაკვირვების შედეგები ჩვენს საბოლოო ანგარიშში აისახება,“ - განაცხადა ენირა ბრონიცკაიამ.

 


გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) გაიხსნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი