გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საღამოს გამარჯვებას იზეიმებს.
"ერთი ზოგადი ტენდენცია შეინიშნება - არაკომპეტენტურები არიან კომისიების თავმჯდომარეები. არის მცირე დარღვევები, მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე "კარუსელის" მცდელობა იყო და დავწერეთ საჩივარი. ზოგადად, მშვიდად მიდის არჩევნები. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, გორი გამონაკლისი არაა. აქაც არის მცდელობები, უმეტესად საბავშვო ბაღების მასწავლებლებზე. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ცხრის ნახევრისათვის გამარჯვებას ვიზეიმებ“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.