პარლამენტის თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ გარემოში. მისი თქმით, არის გარანტია იმისა, რომ ყველას ხმა იქნება დაცული და საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად იმუშავებს.
მან მიმართ ყველა იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მან ასევე თქვა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
„ჩვენი მონაცემებით, მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება“,-აღნიშნა მან.
მისი ცნობითვე, უკვე გავლილია კენჭისყრის პროცედურის ორი მესამედი, დარჩენილია კიდევ ერთი მესამედი.
„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით არჩევნების კარგად ორგანიზება და რაც ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს აქვს საშუალება თავისუფლად გააკეთოს არჩევანი, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა.
უსუფაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა ხარვეზის თაობაზე, მაგრამ ამას ჯერჯერობით ხარვეზებს არქმევს, ვინაიდან სერიოზულ დარღვევებზე ჯერ არ და ვერ საუბრობენ.
„ჩვენი წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბანზე კიდევ უფრო დაკვირვებით მიადევნებენ თვალს შემდგომ პროცესებს, ვინაიდან ეს ბოლო ერთი მესამე, ბოლო საათები არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ამომრჩევლებს, ნუ დარჩებით სახლში. მიიღეთ მონაწილეობა საქართველოს მომავლის ფორმირებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, აქტივობა ამომრჩევლის არის მაღალი, მაგრამ არასაკმარისად მაღალი იმისთვის, რომ მომავალი პარლამენტი ადეკვატურად ასახავდეს ჩვენი მოსახლეობის განწყობებს.
გარდა ამისა, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მზადდება ეგზიტპოლების შედეგები და „რესპუბლიკური პარტია“ არ აპირებს იგლოვოს და არც იზეიმოს ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე.
„ჩვენ არ ვაპირებთ არც ვიგლოვოთ და არც ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე. ჩვენ დაველოდებით საარჩევნო კომისიების მიერ შედეგების შეჯამებას და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით იმაზე, თუ რა შედეგი გვაქვს და როგორ გვაქვს. მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მათი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევიან, მაგრამ დავაცადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შედეგების დათვლა და გამოქვეყნება, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც შეიძლება იყოს დაგეგმილი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.