„რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიმდინარე არჩევნები ამომრჩეველთა აქტივობით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებს უახლოვდება.
მისი თქმით, არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იყო და უფრო მაღალია, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას იყო.
„აქტივობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებს უახლოვდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საათების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, სადაც თავადაც იყრის კენჭს 15:00 საათის მონაცემები იმაზე მიანიშნებს, რომ საარჩევნო აქტივობა თანაბარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.