„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის მხარდამჭერები არიან აქტიურები, თუმცა თითოეული ხმა გადამწყვეტია და მოუწოდა მათ ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა საარჩევნო უბნებზე რომ მივიდნენ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციაში მყოფი, დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს არჩევნების გაყალბებას.
,,კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს და დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინ უკვე იყო არჩევნებზე მისული. ცხადია, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს პაარტიას მისცა ხმა და მინდა ვთხოვო იმა, ვინც ჯერ არ მისულა არჩევნებზე, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, სწორი არჩევანი გააკეთონ, რომ საქართველო იყოს გამთლიანებული, იყოს მავთულხლართების გარეშე - ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს ჯარის გარეშე და იყოს წინსვლა, განვითარება და სამართლიანი ქვეყანა.
4 წლის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ხელისუფლებამ მოახერხა ის რაც აქამდე მსოფლიოში არც ერთ ხელისუფლებას არ მოუხერხებია. დღეს ოპოზიციაში მყოფი, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გააყალბოს არჩევნები და დაატრიალოს კარუსელები. ჩვენი მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესიკ დანელიამ ჩვენი კომისიის წევრთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ნაციონალების რეგისტრატორს მოუპარია ცისფერი, პროპორციული სიის ბიულეტენები, ბუნებრივია შემდგომში კარუსელის დატრიალების მიზნით. ეს ინციდენტი აღმოფხვრილია ჩვენი პარტიის მიერ და ეს რეგისტრატორი მოხსნილია. ასე,რომ მივმართავ ყველა დამკვირვებელს , რეგისტრატორს და მაჟორიტარობის კანდიდატს, რომ ყურადღებით იყვნენ, ადევნონ თვალყური, იმისათვის რომ გამოირიცხოს მსგავსი ქმედებები", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სწორედ მის გუნდს შეუძლია "ნაციონალების პარპაში" დაასრულოს.
"ისევ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ თუ დაასრულებს ნაციონალების პარპაშს ამ ქვეყანაში და ჩვენ ამას ვაკეთებთ დღეს და აუცილებლად გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, პარტია სერიოზული ძალით შევა პარლამენტში - "ამას დღეს საღამოს საბოლოოდ გავაფორმებთ".
"გორში, ხელისუფლებამ გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატები გადააანაწილა ყველა საარჩევნო უბანზე, რომლებიც უხეშად ერევიან პროცესში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო წინა ხელისუფლებებმა როგორც დაასრულეს ყველამ ვიცით და არ ვურჩევდი ამ ხელისუფლებას რომ მათ გზას დაადგეს!
მინდა მივმართო ამომრჩეველს და მადლობა გადავუხადო აქტიურობისათვის. არის კონკრეტული დარღვევები, თუმცა ჩვენი კომისიის წევრები და წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ დარღვევებს აფიქსირებენ და წერენ საჩივრებს კანონის შესაბამისად. ჩვენ ვიცავთ ჩვენთვის მოცემულ თქვენს ხმებს!
ჩვენი ამომრჩეველი არის აქტიური, თუმცა ყველა ხმა გადამწყვეტია და ყველა ჩვენს მხარდამჭერს გელოდებით საარჩევნო უბნებზე ვინც ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ მისვლა! რაც მეტი ვიქნებით პარლამენტში მით მეტს მოიგებს ამომრჩეველიც და ქვეყანაც!
ასე, რომ ჩვენ უკვე ვართ პარლამენტის წევრები -„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ სერიოზული ძალით შედის პარლამენტში და ჩვენ ამას დღეს საღამოს საბოლოოდ გავაფორმებთ!“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.