"იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში კინომატოგრაფისტები ეკონომიკის მინისტრს და კულტურის მინისტრს შევხვდებით და ბოლოს და ბოლოს "ქართული ფილმის" დირექტორი დაინიშნება," განუცხდა ჟურნალისტებს კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ პარლამენტში გამართული დახურული საკომიტეტო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კინოსტუდია "ქართული ფილმის" მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შენგელაია ამბობს, რომ კინოსტუდია კინომატოგრაფისტებმა უნდა მართონ. თუ რა გარანტია იარსებებს იმასთან დაკავშირებით, გაყიდის თუ არა მართვის უფლებით მოსული პირი კინოსტუდიის ტერიტორიას, შენგელაია პასუხობს.
"კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხალი. მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან კარგი საუბარი გაიმართა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში კინომატოგრაფისტები ეკონომიკის მინისტრს და კულტურის მინისტრს შევხვდებით და ბოლოს და ბოლოს "ქართული ფილმის" დირექტორი დაინიშნება. კინოსტუდიას ძალიან დიდი მიღწევები აქვს და გიორგი კვირიკაშვილი აუცილებლად უნდა მოვიდეს - თუკი შენ კინოსტუდიას მართავ, უნდა იცოდე, რა გაკეთდა. მან თავის თვალით უნდა ნახოს, ბოლოს და ბოლოს სუფრას გავუშლით, ოღონდ მოვიდეს, სიმღერას ვუმღერებთ," განუცხადა ჟურნალისტებს ელდარ შენგელაიამ.
რეჟისორები ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორად ოთარ ლითანიშვილის დანიშვნას სთხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.