„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა
08-10-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

 

ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა.

 

 

"მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მიერ  დაიწერა 9 საჩივარი. 12:00 საათის შემდეგ სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

 

 

ზუგდიდის 65.67 საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ცნობისათვის ეს ის უბანია, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, რადგანაც კენჭისყრის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობა დროულად არ იყო უბანზე მიტანილი;

 

 

ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე 12:00 საათზე არ დაითვალეს გაცემული ბიულეტენების რაოდენობა და არ შეავსეს სადემონსტრაციო ოქმი;

 

 

ლაგოდეხის 26.15 ოლქის მე-4 უბანზე აღმოჩნდა დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა;

 

 

საგარეჯოს 23.11 ოლქის 38-ე, 39-ე, 44-ე და 48-ე უბნებზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცედურული შეფერხებებით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოირჩევიან დაბალი კვალიფიკაციითა და ქართული ენის არცოდნით, რაც დაძაბულობას ზრდის უბნებზე;

 

 

ნინოწმინდის 46.41 ოლქის მე-2 უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ძალის გამოყენებით წაართვა ბიულეტენი, შემოხაზა სასურველი ნომერი და ცდილობდა ყუთში ჩაგდებას, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა;

 

 

ქარელის 40.33 ოლქის 36-ე უბნის, ასევე, ბათუმის 69.79 ოლქის მე-8 უბანზე ამომრჩეველმა ერთზე მეტი კონვერტით მისცა ხმა;

 

 

ქარელის 40.33 ოლქის 23-ე უბანზე კომისიამ ერთ ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინა ხმა“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს 20:30-ზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 9 ოქტომბერს 12:00-ზე წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი