„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვინც საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას ცდილობს, ძალიან მკაცრად დაისჯება.
აღნიშნულით კობახიძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძე პროვოკაციის მოწყობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
კობახიძე მოუწოდებს სამართალდამცველებს, დაარეგულირონ სიტუაცია.
„ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც ჩვენს აქტივისტებს, ისე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რომელიც ცდილობს, რომ ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ თვალს მივადევნებთ ბოლომდე ამ პროცესს, რომ სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს კიდევ ერთხელ საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას, ძალიან მკაცრად დაისჯებიან ისინი. ვთხოვ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რომ ჩაერიონ ამ პროცესებში და უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქი დაარბიეს. მისი თქმით, ისინი ისროდნენ ქვებს და იყენებდნენ ხელკეტებს. ასევე, ტუღუშის ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც უკან არ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს.
„დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.