ეს არჩევნები იმ მილიარდერ ივანიშვილს აქვს წაგებული, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
მელია კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს "ხმების დაცვისკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება.
"მოვუწოდებ ამომრჩეველს, მაქსიმალურად გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებთან, რადგან აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც დგამს გაუთვითცნობიერებელ ნაბიჯებს და ხელისუფლებას, რომელსაც მართვის სადავეები აქვს ხელიდან გაქცეული, საბოლოოდ, საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილთან ერთად დავამარცხოთ სულ რაღაც 40 წუთში.
და მათავარი, სულ რაღა 40 წუთში დაიწყება არჩევნებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი - ხმების დაცვის ეტაპი. მოვუწოდებ ყველა კომისიის წევრს, ყველა დამკვირვებელს, ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული. ეს არჩევნები იმ მილიარდერ ივანიშვილს აქვს წაგებული. და ახლა ამ ხმების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია ყველა ოპოზიციურად განწყობილ კომისიის წევრს და დამკვირვებელს", - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ რამდენიმე საათში "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებას იზეიმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.